გიორგი იაკობაშვილი 2003-2012 წლებზე - „კავკასუს ონლაინის“ განადგურების მიზნით, „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები დადიოდნენ კორპუსების სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ეკავა ნაჯახი, „სილქნეტის” თანამშრომელი კი ეუბნებოდა: ეს არის „კავკასუსის“ კაბელი და ჩაჭერი

„კავკასუს ონლაინს" ინტერნეტ-ბაზრის 80%-ზე მეტი ეკავა. განვითარება სჭირდებოდა, ჭებში კაბელების ჩადება, ეს ჭები იყო ელექტროკავშირის საკუთრება, ელექტროკავშირი იყო ბუნებრივი მონოპოლისტი, შემდეგ ელექტროკავშირი გადაეცა „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ უთხრეს უარი, რომ ეს კაბელები ჭებში ჩადებულიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა, 2003–2012 წლებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე საუბრისას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, „კავკასუს ონლაინის“ მფლობელმა, მამია სანადირაძემ ეს პრობლემა კორპუსიდან კორპუსზე კაბელების გადაყვანით გადაწყვიტა, თუმცა, „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები „კავკასუსის“ კაბელებს ჭრიდნენ, რის შედეგადაც, მოსახლეობას მუდმივი დისკომფორტი ექმნებოდა და კომპანიას მომხმარებლებიც მოაკლდა.

„მამია სანადირაძემ პრობლემა ისე გადაწყვიტა, რომ კორპუსიდან კორპუსზე გადაჰყავდა კაბელები და შეიძინა მომხმარებლები, ბევრი აბონენტი - 80%-ზე მეტი ჰქონდა. ამ დროს, „კავკასუს ონლაინის“ განადგურების მიზნით დაიწყო ასეთი რამ: „სილქნეტის” და მერიის თანამშრომლები ერთად დადიოდნენ სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ხელში ეკავა ნაჯახი, „სილქნეტის“ თანამშრომელი მას ეუბნებოდა, რომ ეს არის „კავკასუსის“ კაბელი და ჩაჭერი - ჩაჭრიდა და იმ კორპუსში, ცხადია, ინტერნეტი ითიშებოდა. „კავკასუს ონლაინიდან“ ჯგუფი ოპერატიულად იგზავნებოდა, კაბელის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ იჭრებოდა. წარმოიდგინეთ, ადამიანები დამოკიდებულები არიან ინტერნეტზე, ზოგისთვის სამსახური იყო და სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ. ამ დროს, როდესაც ინტერნეტი ითიშებოდა, მანქანა შემოვიდოდა კორპუსის ეზოში და მეგაფონით იძახდნენ, რომ ვისაც ხარისხიანი ინტერნეტი უნდა, გადმოდით ჩვენთან - ძირითადად „სილქნეტი“ იყო, შეიძლება სხვა კომპანიებიც იყვნენ. [აბონენტების რაოდენობა] 80%-დან ასე ჩამოვიდა 70, 65, 60%-ზე. ამის პარალელურად, სანადირაძეს - ოთხი შვილის პატრონს, კარგ ადამიანს, კარგ მეოჯახეს, ოჯახის წევრების ხელყოფით ემუქრებოდნენ. ამ წნეხში რომ მოექცა მამია სანადირაძე, მითხრა, სანამ მთლიანად გაანადგურებენ, ალბათ, ჯობია გავყიდოო. ყველაფერი დეტალურად, როგორ ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: მამია სანადირაძეს ჰყავდა 20%-იანი ბრიტანელი მეწილე და როდესაც „კავკასუს ონლაინის“ გადაცემა თუ გაყიდვა ხდებოდა, 20%-ში ინგლისელს გადაუხადეს 29 მილიონი დოლარი, ხოლო მამია სანადირაძეს 80%-ში გადაუხადეს 13 მილიონი და ისიც არ გადაუხადეს ბოლომდე“, - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში