GCCA-ის ინიციატივით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„კერძოდ, GCCA-ის წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე, კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო ქეისები. შეხვედრები აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

მომხმარებლის უფლებებისა და კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მაისის თვეში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები დაგეგმილია - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის და სოფელი დიცის საჯარო სკოლებში.

შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება