„საქსტატი“ – 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 451 გემი, რომელთა 50.1% იყო გენერალური ტვირთის გადამზიდი, 22.2% - თხევადი ტვირთმზიდი, 18.2% - კონტეინერმზიდი, ხოლო 9.5% ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 451 გემი, რომელთა 50.1% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 22.2%— თხევადი ტვირთმზიდი, 18.2 % — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 9.5 % ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2 %-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 12.8 %-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 11.5 % -ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

„2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2 % პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.6 %— თურქეთის, 10.2 % — მალტის, 8.4 % — ლიბერიის, დანარჩენი 46.6 % კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5 %-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56.8 %-ს შეადგენდა. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 709.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2 %-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.5 % გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28.8 %— თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7 %— ნაყარი ტვირთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ