„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თსუ-ს სტუდენტები ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი მსოფლიოში უდიდესი იმიტირებული სასამართლო შეჯიბრია სამართლის სტუდენტებისთვის, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 800-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ყოველწლიურად, მონაწილე ქვეყნები ეროვნულ შეჯიბრებებს ატარებენ, რომელთა გამარჯვებულებიც ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობენ.

წელს, საქართველოს მასშტაბით, ეროვნული რაუნდის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც ეროვნულ შეჯიბრზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო წერითი ნამუშევრების (მემორიალების), ასევე საუკეთესო სპიკერების მიმართულებით.

საქართველოს სახელით საერთაშორისო შეჯიბრზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ელენე-ეკატერინე დვალიძემ, შალვა ხიზანიშვილმა, ელენე კაკულიამ, თამარ კალანდიამ და ნუცა ნადაშვილმა იასპარეზეს. გუნდს მენტორობას უწევდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი - ვეკო დოდაშვილი.

წელს საერთაშორისო ტურში თსუ-ს გუნდმა ისეთ უნივერსიტეტებთან იასპარეზა, როგორებიცაა: კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), მექსიკის და კენიის უნივერსიტეტები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წერილობითმა ნაშრომებმა კი საერთო რეიტინგის მიხედვით, საერთაშორისო ტურში მოასპარეზე 152 გუნდს შორის მე-40 ადგილი დაიკავა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის გუნდი 7 თვის განმავლობაში ემზადებოდა. ისინი დაეუფლნენ სამართლებრივი ანალიზის, აკადემიური წერის, სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარებს. პროცესი მოიცავდა კომპლექსური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების და გამოწვევების მოკვლევას და ანალიზს, ისევე ზეპირსიტყვიერ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება