ლანა გალდავა ნიკა მელიას განცხადებაზე - თვითმმართველობის არჩევნების საკითხის კატეგორიული ტონით დასმა და მსგავსი თემების მსგავსი ტონით შემოტანა, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია

„ლელო - ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის და ამის დრო მოვა, - ასე პასუხობს „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ლანა გალდავა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას.

გალდავა კონკრეტულ პასუხს არ სცემს, მათი პარტია მიიღებს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

„ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი მთავარი საკითხია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ საკითხის კატეგორიული ტონით დასმას, ვიტყვით, რომ „ლელო ძლიერი საქართველო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე და 26 მაისის წინ მსგავსი თემების შემოტანა მსგავსი ტონით, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია“, - აცხადებს გალდავა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

მელიას თქმით, ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანების, პოლიტიკური ორაზროვნების დრო დასრულდა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას აკეთებენ ისინი, შედიან თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა