რაჟდენ კუპრაშვილი - FARA-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება

FARA-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუპრაშვილი აღნიშნავს, „FARA-ს კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან არანაირად არ არის კავშირში“.

კუპრაშვილის განცხადებითვე, ბიურო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით „ყველა დაინტერესებულ მხარესთან“ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს.

„აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც ასე ვთქვათ, დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.

„აგენტის“ განმარტება კანონშია მითითებული. ხვალ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩვენ მოგვიწია სამუშაო შეხვედრების რამდენიმე დღის დამატება“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან" დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება