საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება

საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება.

ამას “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახალი “თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდგომ შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქციაა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა.

“სააგენტოს სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოიცავს სამსახურებს და მას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომლის გამოყენება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, საჭირო გახდება.

ამდენად, მშვიდობიანობის დროს, საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების, ტრენინგების, სწავლებების დაგეგმვა-ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება“, - განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.

პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგ კანონებში: - “თავდაცვის კოდექსში“, “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს