გაერო - თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დროულად არ მიაღწევს, მომდევნო 48 საათში, შესაძლოა, 14 000 ჩვილი დაიღუპოს

ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების ის რაოდენობა, რისი შეტანის საშუალებასაც ისრაელი ღაზაში იძლევა, საკმარისი არ არის.

ფლეტჩერმა განაცხადა, რომ გუშინ ღაზას სექტორში დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა, თუმცა ეს „ზღვაში წვეთი“ და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სრულიად არასაკმარისია.

მისი თქმით, ბავშვთა საკვებით დატვირთული დახმარების სატვირთო მანქანები მშვიდობიან მოსახლეობამდე ვერ აღწევენ, რადგან საზღვრის მეორე მხარეს არიან.

ფლეტჩერმა განაცხადა, რომ თუ დახმარება მოსახლეობამდე დროულად არ მიაღწევს, შესაძლოა, 48 საათში 14 000 ჩვილი დაიღუპოს.

“მინდა, რომ მომდევნო 48 საათში რაც შეიძლება მეტი 14 000 ჩვილი გადავარჩინო”, - განუცხადა მან BBC-ს.

როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ დაადგინა გაერომ ეს რიცხვი, მან უპასუხა: „ჩვენ გვყავს ძლიერი ჯგუფები ადგილზე, ბევრი ადამიანი გვყავს ადგილზე - ისინი სამედიცინო ცენტრებში, სკოლებში იმყოფებიან და ცდილობენ საჭიროებების შეფასებას“.a

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს