ანონსი  21 მაისი

21 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტში „2003 -2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304).

21 მაისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 მაისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

21 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 მაისს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, თიანეთში ქმრის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 25 წლის ქალის საქმის განხილვა გაგრძელდება. სხდომაზე, ბრალდებული საბოლოო სიტყვით მიმართავს მოსამართლეს.

მის: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ.№17

საკონტაქტო: 598 997 328, გვანცა ჯოჯუა, ადვოკატი, „უფლებები საქართველო“; 599 427 737, გიორგი სელიმაშვილი, PR მენეჯერი, „უფლებები საქართველო“.

21 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 307).

21 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, ოთახი N410).

21 მაისს, 13:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ გია მეფარიშვილისა და პრაქტიკოსი იურისტის, ბიზნეს სამართლის მაგისტრ ნატო ტაბუცაძის წიგნის - „ვაზისა და ღვინის სამართალი“ - პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ჩარგლის ქ. 73, (აუდიტორია - 602)

საკონტაქტო: ანანო წივწივაძე - 599 563 455; მედეა წივწივაძე - 577 494 935

21 მაისს, 16:00 საათზე, პაატა ბურჭულაძე ვაკის ტერმინალში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

მის: აბაშიძის 34/36 - ტერმინალი

საკონტაქტო: მარიამ დოლიძე 574 00 07 06

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება