პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!“

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციები უკვე 174-ე დღეა მიმდინარეობს.

შეკრებილებს, მსვლელობის ის მონაწილეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.