„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- სტრასბურგის სასამართლომ ლექსო მაჭავარიანის საქმეზე დარღვევა დაადგინა

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Matchavariani v. Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილის დარღვევა დაადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული იყო ლექსო მაჭავარიანის დაკავება.

„ლექსო მაჭავარიანი 2020 წელს აქციაზე დააკავეს და იგი ადმინისტრაციულ დაკავებაში 22 საათის მანძილზე ჰყავდათ, საბოლოოდ კი ჯარიმის სახით 1000 ლარი დააკისრეს. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული იყო ლექსო მაჭავარიანის დაკავება. სასამართლოს განმარტებით, 48 საათიანი დაკავების ფორმალური ლიმიტის დაცვა დაკავებას ავტომატურად კანონიერს ვერ გახდის. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას და შესაბამისად, არსებობს ფორმალური, საკანონმდებლო საფუძველი, ეს არ ათავისუფლებს სასამართლოებს ვალდებულებისგან შეაფასონ, იყო თუ არა ეს დაკავება აუცილებელი და პროპორციული ქმედება ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ მოსარჩელესთან მიმართებით.

ადგილობრივი სასამართლოები ადმინისტრაციულ დავებში მუდმივად უარს ამბობენ დაკავების კანონიერების შეფასებაზე და მიუთითებენ, რომ ამ საკითხზე პირმა დავა ცალკე სასარჩელო წესით უნდა აწარმოოს. სტრასბურგის სასამართლომ ეს მიდგომა ფაქტობრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რაც სტრატეგიული ელემენტია მოცემულ საქმეში.

სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს, ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია