გივი თარგამაძე - თავს დამნაშავედ არ ვცნობ - რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ

კომისიაზე მისვლას არ ვაპირებ ჩემი მოსაზრებების გამო. მიმაჩნია, რომ კომისია არალეგიტიმურია, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე თარგამაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთანაც და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მასთან დაკავშირებით, ეს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოჩნდება.

„რა თქმა უნდა, ისევ უარს ვაცხადებ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისად, ვნახოთ, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა იქ გამოჩნდება, რას აპირებენ საბოლოო ჯამში. რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა, სამუშაოები ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ. კომისიაზე არ ვაპირებ მისვლას, ეს პოზიცია განმარტებული მაქვს, შესაბამისად, უაზრობა იქნება ხელმეორედ დაბარება“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პარლამენტში 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის