კახა კალაძე - ცხადია, 26 მაისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ექნებათ - სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები, ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნას არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა

ცხადია, 26 მაისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ექნებათ - რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები, ყველაფერს გააკეთებს, ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნას არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს.

„26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე. ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნეს არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა... გედევან ფოფხაძე ჩერჩეტია ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, პროვოკაციების მცდელობა ექნებათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მარგინალიზებულები არიან მთლიანად აღნიშნული დაჯგუფება. რადიკალიზმი, აგენტურა, ის ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ვერასდროს გაიმარჯვებენ ამ ქვეყანაში. ასეთ ადამიანები ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის,“ - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია