არჩილ გორდულაძე - დემოკრატიული პრინციპები არ გულისხმობს, რომ ადამიანს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ჰქონდეს

დემოკრატიული პრინციპები არ გულისხმობს, რომ ადამიანს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ჰქონდეს - შეგვიძლია ათობით შემთხვევა გავიხსენოთ საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ და ჩაიდინეს დანაშაულები, გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანონში პირდაპირ წერია, რომ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია.

„თუ ადამიანი პარტიის წევრია, რომელიმე პარტიის ფერით თუ ნომრით გამოდის არჩევნებზე, ეს მისთვის ინდულგენცია უნდა იყოს თუ არა?! არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არ გვექნებოდა, არ გვექნებოდა დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული პრინციპები არ გულისხმობს, რომ ადამიანს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ჰქონდეს. კანონში პირდაპირ წერია, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელსაც აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, როდესაც ადამიანები არ მოდიან, არის დანაშაულის ნიშნები.

შეგვიძლია ათობით შემთხვევა გავიხსენოთ, საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ და ჩაიდინეს დანაშაულები, აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. თქვენ ახლა გინდათ მითხრათ, რომ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები არადემოკრატიული ქვეყნები არიან?! თუ ამას მეუბნებით, კი ბატონო, თქვენ მართალი ბრძანდებით, თუ არადა მაშინ ეს განცხადება ტყუილია.

პოლიტიკაში ჩართულმა ადამიანმა რომ მოკლას სხვა ადამიანი, უნდა დავიჭიროთ ეს ადამიანი თუ არა?! პასუხი არის მარტივი - დიახ და არ აქვს მნიშვნელობა რა ეწერება ზურგზე, გულთან თუ რა სიაში იქნება გაერთიანებული. დამნაშავის ადგილი არის ციხეში, თუ რა თქმა უნდა, არ მოინანიებს და შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა შემამსუბუქებელი ღონისძიებები არ იქნება მის მიმართ გატარებული,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში