Reuters - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის უკრაინის საკითხზე საუბარი კიდევ ერთი დარტყმაა კიევისა და მისი მოკავშირეებისთვის

უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის, რომლებმაც თვეები დახარჯეს რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დონალდ ტრამპის თავიანთ სასარგებლოდ გადაბირების მცდელობაში, ყველაფერი საწყის წერტილს დაუბრუნდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპი რუსეთს უფრო მკაცრი სანქციებით დაემუქრა, თუ ის მშვიდობისკენ პროგრესს არ გამოავლენდა. უკრაინა იმედოვნებდა, რომ ეს ნაბიჯი პუტინს დაარწმუნებდა, ნებისმიერ მოლაპარაკებებში მაქსიმალისტური მოთხოვნებისგან უკან დაეხია.

“კვირას, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას ტრამპი დაეთანხმა შეთავაზებულ მიდგომას - მოეთხოვა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა და თუ არაფერი შეიცვლებოდა, სანქციები დაეწესებინა, მაგრამ მან აშკარად უარი თქვა ამ იდეაზე, როდესაც პუტინს ესაუბრა. შეუძლებელია მისი ნდობა ერთ დღეზე მეტხანს. როგორც ჩანს, ის საერთოდ არ არის დაინტერესებული უკრაინით,” - განაცხადა Reuters-თან საუბარში ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც გამოცემასთან ევროპის იმედგაცრუების შესახებ ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

Reuters-ი წერს, რომ იმედგაცრუება აშკარა იყო სამშაბათს ბრიუსელში, სადაც ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

“ეს არის ერთი ნაბიჯი წინ და ორი ან ათი ნაბიჯი უკან. გავაგრძელებთ ტრამპის ადმინისტრაციისთვის შეტყობინებების გადაცემას და რუსეთზე ზეწოლის განხორციელებისკენ მოწოდებას”, - განაცხადა კიდევ ერთმა ევროპელმა დიპლომატმა Reuters-თან საუბარში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა