დავით მჟავანაძე - ჩვენ არ ვიხდით გირაოს, არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან და ჩვენი თავისუფლებით ვრისკავთ - ეს არის, ის რასაც ითხოვს ამომრჩეველი

თუ ამ პირობებში რომელიმე პოლიტიკური პარტია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს ნაბიჯი იქნება პოლიტიკური წარუმატებლობისთვის გარანტირებული. ის მოკლავს არჩევნების მუხტს და ლეგიტიმაციას მისცემს „ოცნებას“. ივანიშვილმა არჩევნები როგორც ინსტიტუციური მოვლენა მოკლა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა დავით მჟავანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, მან ახსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში პარტიებმა საკუთარი პოზიცია „ახლა და დღესვე“ დააფიქსირონ.

„მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს საერთო პოზიცია, რომ მონაწილეობას არ მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამის მიზეზია ის, რომ არ შეცვლილა ის მდგომარეობა, რამაც მიიყვანა ქვეყანა ამ კრიზისამდე, არ დაკმაყოფილდა დემონსტრანტების მოთხოვნები, არ შეცვლილა ცესკოს ადმინისტრაცია. სამწუხაროდ, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი პოზიცია მკაფიოდ არ დაუფიქსირებიათ და ამას ემსახურებოდა ნიკა მელიას გუშინდელი განცხადებაც.

ჩვენი მიზანია არჩევნები სამართლიანი წესით ჩატარდეს“, - განაცხადა მჟავანაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლოა პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს, პოლიტიკოსის თქმით, „თუ ეს მოხდება, მათი კოალიციაც აუცილებლად მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას“.

„თუმცა, სამწუხაროდ, ამ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ სრულ იგნორირებას უკეთებს საზოგადოების მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ. ამასთან, პარტიები არჩევნებში 2 თვით ადრე უნდა დარეგისტრირდნენ, გარდა ამისა საჭიროა წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. შესაბამისად, არჩევნებისთვის მზადება კარს არის მომდგარი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ცხადად, რას ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ფარსში მონაწილეობას.

[რაც შეეხება ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომ „იმან, ვინც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, უნდა აუხსნას საზოგადოებას, რა არის ალტერნატიული სცენარი], არჩევნებისათვის ბოიკოტი ეს უკვე არის გეგმა. ეს გაზრდის ივანიშვილის იზოლაციას. ეს დააჩქარებს „ოცნების“ ლიდერების მიმართ სანქციების დაწესებას. მოსახლეობაც დაინახავს, რომ არ ვიღებთ ფარსში მონაწილეობას. შესაბამისად, არ გვინდა მოვატყუოთ ამომრჩეველი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდა, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ კოალიცია არ აპირებს გირაოს გადახდასა და „ოცნების რეჟიმთან“ თანამშრომლობას. მისი თქმით, ეს არის ის, რაც ამომრჩევლები მათგან მოითხოვენ.

„დღესდღეობით პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, არცერთ მათგანს არ აქვს პატიმრობაში ყოფნის ფუფუნება. ისინი აჩვენებენ პრინციპულობას და რეჟიმთან არ თანამშრომლობის უკომპრომისო მაგალითს. რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათი წესებით არ თამაში და მათთან არ თანამშრომლობა, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი.

ჩვენი პარტია აკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნია. ჩვენ არ ვიხდით გირაოს, არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან და ჩვენი თავისუფლებით ვრისკავთ. ეს არის, ის რასაც ითხოვს ჩვენი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მან.

კიდევ ერთ კითხვაზე: როგორ აისახება „კოალიცია ცვლილებაზე“, თუ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით, მათი პოლიტიკური გაერთიანების სამივე ლიდერს დაიჭერენ, მჟავანაძემ აღნიშნა: „თუ გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავებენ ჩვენი პარტიის ლიდერებს, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო მოვლენა არ იქნება. თუმცა, ამ მომენტში ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენი კოალიციის სამივე ლიდერი ციხეში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფუნქციონირებას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება