რაჟდენ კუპრაშვილი - FARA-ს კანონი არ უნდა იყოს გაგებული, რომ რაიმე სახის შეზღუდვებს აწესებს ან რაიმე სახის სტიგმატიზაციას იწვევს - პირიქით, ის იმ ძირითად პრინციპებს ეფუძნება, რაც დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან, ნდობასთან

FARA-ს კანონი არანაირად არ უნდა იყოს გაგებული, რომ რაიმე სახის შეზღუდვებს აწესებს ან რაიმე სახის სტიგმატიზაციას იწვევს - პირიქით, ის ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რაც დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან, ნდობასთან,- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კანონის აღსრულების მექანიზმები იქნება განხილული.

„ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ ყველა იმ სავარაუდო სუბიექტებთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვისაც შეიძლება ეს კანონი შეეხოს. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება კანონის აღსრულების მექანიზმები“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყების წინ ბიუროს უფროს რაჟდენ კუპრაშვილსა და ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილს შორის შეკამათებას ჰქონდა ადგილი.

კერძოდ, ნინო ზურიაშვილმა იმ კითხვებზე პასუხების წერილობით გაცემა მოითხოვა, რითაც მას ბიუროსთვის აქვს მიმართული.

„კითხვის სახით გამოგიგზავნეთ და მადლობას მეც გეტყვით თუ გამომიგზავნით პასუხს. თქვენმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ პრეზენტაციაში შეეძლება პასუხი გაგცესო. მე არ მინდა, პრეზენტაციაში რასაც იტყვით გავიგებ, მაგრამ მე გთხოვთ რომ გამოაგზავნოთ“,- აღნიშნა ნინო ზურიაშვილმა.

თავის მხრივ კუპრაშვილმა უპასუხა, რომ გამოგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემას თავისი ადმინისტრაციული ვადები აქვს და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები ამ კითხვებს შესაბამის ვადებში გასცემენ პასუხს.

„გამოგზავნილ კითხვებს თავისი ადმინისტრაციული პასუხის ვადები აქვს. ამ ვადებში თქვენ პასუხს მიიღებთ. ნუ გგონიათ, რომ პასუხს არ მოგცემთ, გამოვაგზავნით. ჩვენ ჩვენს ვალდებულებებს სულ ვასრულებთ“,- აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება