კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წიგნის - „ვაზისა და ღვინის სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ გია მეფარიშვილისა და პრაქტიკოსი იურისტის, ბიზნეს სამართლის მაგისტრ ნატო ტაბუცაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით - „ვაზისა და ღვინის სამართალი“.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე აღნიშნავს, ნაშრომი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ბაზაზე გამოიცა. მისივე თქმით, გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც ვაზისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ისე მოქმედი და მომავალი იურისტებისთვის.

„დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომლის ავტორებიც არიან პროფესორი გია მეფარიშვილი და ნატო ტაბუცაძე. სახელმძღვანელოს შინაარსი ძალიან საინტერესოა, როგორც სამართლის მიმართულებით, ისე ვაზისა და ღვინის სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ მოხდა აღნიშნული სახელმძღვანელოს დაფინანსება და ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის”, - აღნიშნავს გიორგი ხატიძე.

სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა წიგნის თანაავტორმა, პრაქტიკოსმა იურისტმა, ბიზნეს სამართლის მაგისტრმა ნატო ტაბუცაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ წიგნი ეძღვნება ღვინის ინდუსტრიის ფრანგულ, ევროპულ და ქართულ სამართლებრივ რეგულაციებს, რომელიც ვრცელდება მევენახეობისა და მეღვინეობის სრულ ციკლზე.

„ძალიან საინტერესოა, თუ როგორ გაჩნდა ამ სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ იდეა. ეს იდეა დაიბადა რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, როდესაც შევიტყვე, რომ არსებობდა დარგი ვაზისა და ღვინის სამართლის შესახებ. ეს იმდენად ახალი და საინტერესოა, რომ მსმენელში გაოცებას იწვევს. თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ეს აუცილებელი დარგი და საგანია სამართლის სფეროში, მით უმეტეს საქართველოსთვის, რომელიც მსოფლიოში განთქმულია ვაზითა და ღვინით. აღნიშნული სახელმძღვანელო მნიშვნელოვანია ღვინის სექტორში დასაქმებულებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ მთლიანი ციკლი, იქნება ეს ვაზის და ღვინის დამუშავება, რეალიზაცია, თუ მოხმარება, საჭიროებს სამართალრეგულირებას. სწორედ ამ ყველაფერმა დამაინტერესა და მივხვდი, რომ ეს ყველა ინფორმაცია უნდა მიმეტანა ჩემი ერისთვის. მინდოდა ჩემს ერს, სტუდენტებს, იურისტებს ჰქონოდათ შესაძლებლობა სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით დახმარება გაეწიათ ღვინის ინდუსტრიის სპეციალისტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის სექტორში დასაქმებული პროფესიონალების და მომხმარებლების სამართლებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ ამ იდეას ხორცი შეესხა. მინდა, მადლობა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მათ უყოყმანოდ შეძლეს ამ ყველაფრის რეალიზაცია“, - აღნიშნავს ნატო ტაბუცაძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს