მოსამართლე გიორგი ახობაძეს - ფურცელზე რაღაც რომ დაწერეთ, მსგავსი რამ თუ განმეორდება, დატოვებთ დარბაზს!

ფურცელზე რაღაც რომ დაწერეთ, მსგავსი რამ თუ განმეორდება, დატოვებთ დარბაზს! - ასე მიმართა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ბრალდებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს სასამართლო პროცესზე.

თავად გიორგი ახობაძემ კი უპასუხა, რომ სხდომაზე მოწმეთა მხრიდან „ტყუილებს ისმენს“.

„ნაკლებ ტყუილებს რომ ვისმენდეთ, უკეთესია“, აღნიშნა გიორგი ახობაძემ.

რაც შეეხება ფურცელზე გაკეთებულ წარწერას, რასთან დაკავშირებითაც მან მოსამართლისგან შენიშვნა მიიღო, ის მოწმეებს ეხებოდა. კერძოდ, ახობაძე „ცრუ მოწმეებზე“ მიუთითებდა.

სასამართლო პროცესზე დღეს სამი მოწმე იკითხება. ამ ეტაპზე დაიკითხნენ დეტექტივები გიორგი ხარგელია და ალექსი ლობჟანიძე. სამართალდამცველების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია „ვოთსაფის“ მეშვეობით, რომ გიორგი ახობაძეს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, „როგორც პირადად, ისე სახლში და ავტომანქანაში“ და ამის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება. თავად ბრალდებულმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მოწმეები ცრუობენ.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება