14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს

ერევანი - ბათუმი - ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1 ოქტომბრამდე შესრულდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა