ანონსი 22 მაისი

22 მაისს, 10:00 საათზე, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304).

22 მაისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

22 მაისს, 11:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება. რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე; რა ვალდებულებები ეკისრებათ ცხოველების მეპატრონეებს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599 726 565

22 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულ გიგი უგულავასა და კიდევ 7 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

22 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება