ნუგზარ წიკლაური - თუ კომისიაზე არ მიდიხარ და ამბობ, რომ პოლიტიკური ფარსია, მაშინ გირაო არ უნდა იყოს გადახდილი - პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული

როდესაც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვი, როდესაც რეჟიმს უწოდებ რუსულ რეჟიმს, ანტიამერიკულ რეჟიმს, ხოლო არჩევნებს გაყალბებულს, ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადების გამო დაკისრებული გირაოს გადახდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, თუ კომისიაზე არ მიდიხარ და ამბობ, რომ არის "პოლიტიკური ფარსი", მაშინ ასეთი გირაო არ უნდა იყოს გადახდილი.

„ლიდერები, რომლებიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმოადგენენ, გირაოს არ გადაიხდიან და არ მოახდენენ იმის ლეგიტიმაციას, რისი მინიჭება არ შეიძლება, კერძოდ, რადგან ჩვენ ვთქვით, რომ ეს კომისია არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ამას არანაირ კავშირი არ აქვს ნამდვილ საგამოძიებო კომისიასთან. თუ ამ კომისიაზე არ მიდიხარ და თუ ამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური ფარსი, მაშინ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი გირაო არ უნდა იყოს გადახდილი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ თუ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ლიდერების თავისუფლებისთვის. როდესაც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვი, როდესაც რეჟიმს უწოდებ „რუსულ რეჟიმს“, ანტი-ამერიკულ რეჟიმს, ხოლო არჩევნებს გაყალბებულს ამ შემთხვევაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაური ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა ტოვებს არაპრინციპულობის, რაც არ არის მოძრაობისთვის სასარგებლო.

„მათი [ოპოზიციური პარტიების ლიდერების, რომლებმაც გირაოს გადახდა გადაწყვიტეს] მოსაზრებები მოვისმინე „გარეთ გვჭირდება ყოფნა დიდი ქარბუქისთვის“. შევხედავთ მომდევნო დღეებში რას გააკეთებენ ეს ადამიანები, მართლაც ასეთი იქნება მათი პოლიტიკური წინააღმდეგობა თუ სხვანაირად განვითარდება მოვლენები.

50-ზე მეტი პოლიტპატიმარია ციხეში, სწორედ იმის გამო, რომ არ შეეპუენ ამ რეჟიმს, ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა დატოვებს განცდას იმისა, რომ ამ რეჟიმთან არასაკმარისად პრინციპული ხარ, მგონია, რომ არ არის სასარგებლო მოძრაობისთვის“,- განაცხადა წიკლაურმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია