ანა დოლიძე - გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მოეთხოვება

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აკისრებს.

ანა დოლიძე გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს.

"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ელჩის უსაფრთხოება უნდა დაიცვას მასპინძელმა სახელმწიფომ. შესაბამისად, ელჩზე თავდასხმა მასპინძელი სახელმწიფოს, საქართველოს, სახელმწიფოს ჩავარდნაა.

გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მოეთხოვება“, - წერს ანა დოლიძემ ,,ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, - განუცხადეს „ფორმულას“ გერმანიის საელჩოში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე