ზურაბ ჯაფარიძე - გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი - ნუ გიყვართ ადამიანების „თრევა“ ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯაფარიძე წერს, გირაოს გადახდის გამო ადამიანების დამუნათება არასწორია.

„პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, - წერს ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია