The Wall Street Journal - დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან საუბრამდე ერთი დღით ადრეც ესაუბრა, თუმცა მაშინ აღნიშნა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულებაზე უარს იტყოდა, შეიძლება სანქციები დაეწესებინა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „გარკვეულ პროგრესს მიაღწია“.

„ახლახან დავასრულე ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს