ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენ ვერ ვიქნებით მორალური მსაჯული ადამიანების, რომლებიც გირაოს გადაიხდიან

ჩვენ ვერ ვიქნებით მორალური მსაჯული ადამიანების, რომლებიც გირაოს გადაიხდიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ბატონი ვაშაძე თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, გირაოს გადახდის თუ არ გადახდის შემთხვევაში, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას მაინც გააგრძელებს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის შეფასებით, მთავარი ის არის, რომ გიორგი ვაშაძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდა და ამით კომისიას ლეგიტიმაცია არ მისცა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია გადაიხდის, თუ არ გადაიხდის [გირაოს], მთავარია ბრძოლა გააგრძელოს ივანიშვილის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მორალური მსაჯული ადამიანების, რომლებიც გირაოს გადაიხდიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ბატონი ვაშაძე თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა გირაოს გადახდის თუ არ გადახდის შემთხვევაში, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას მაინც გააგრძელებს.

ჩვენი აღქმით, [კომისიას] ლეგიტიმაციას მისცემდა იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდებოდა ამ ე.წ. კომისიაზე. რაც შეეხება შემდგომში მის მიერ გადახდილ გირაოს, გასაგებია, მათ შორის ერთ-ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ სასამართლო აბსოლუტურად უკანონო სასჯელებს განსაზღვრავ ხალხისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება ლეგიტიმური იყოს პოზიცია, რომ არაფერი უნდა გადავიხადოთ, მაგრამ არსებობს შემთხვევები, მათ შორის, როცა ჩვენი თანამებრძოლებიც, რომელთა პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვს ვერ შევიტანთ, კონკრეტულ შემთხვევაში, უკანონო სასჯელებიც მოუხდიათ, უბრალოდ, მთავარია, რომ გამოცხადებით ლეგიტიმაცია არ მისცა და კომისიას, როგორც ლეგიტიმურ ორგანოს ის არ აღიარებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, ფავლენიშვილმა პარტიის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა ზურაბ ჯაფარიძეს. მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძე არის გაუტეხელობის მაგალითი.

„რა თქმა უნდა, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ყველამ იცის, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა ბოლო წლების მანძილზე. მე, ჩემი პარტიის სახელით ვუცხადებ სრულ სოლიდარობას ზურას და ბოლო წლების და თვეების მანძილზე, ის იყო მაგალითი გაუტეხელობის და იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეუპოვრად რეჟიმის წინააღმდეგ. ის არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში და მათ შორის მისი პოლიტიკური გმირობის აქტები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პატივისცემის და აღფრთოვანების საფუძველი. ამიტომ, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში