გურამ შარაძის შვილი - ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული - სპეციალურად იყო შერჩეული ადგილი, რომ ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ მოეკლათ

მე ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, - ამის შესახებ მოკლული პროფესორის, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

რუსუდან შარაძემ გაიხსენა მოვლენები მისი მამის მკვლელობის შესახებ, ამასთან აღნიშნა, რომ ოჯახზე თვალთვალი ხორციელდებოდა.

„2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის და შანიძის კუთხეში მამაჩემი მოკლეს სამი გასროლით. სამი ტყვია თავში. პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და მერე, იქვე ჩაკეცილზე, საფეთქელზე 2 საკონტროლო გასროლა დაახალეს.

შემთხვევით არ მომხდარა ეს ადგილი. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას და ჰქონდა სულ ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე.

ეს იყო სპეციალურად შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ძალიან დიდი ხანი ხორციელდებოდა თვალთვალი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე ძალიან მოწესრიგებული კაცი იყო, განსაკუთრებით საქმეში, პუნქტუალური და ზედმეტად გაწერილი წესებით, რომელსაც თითქმის არასდროს ღალატობდა. კვირა დღეს, გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, „ასავალ-დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „100 წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო. ე.ი. 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და კვირას დღეს, სანამ გაზეთი სტამბაში ჩაეშვებოდა ის მიდიოდა რედაქციაში და ამოწმებდა თავის ინტერვიუს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ამასთან, რუსუდან შარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ გიორგი ბარათელმა მოყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის "ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა".

„მკვლელმა მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და ამას ჩემი მეგობარი შეესწრო, როგორც გითხარით. ჩემი მეგობარი „არკის“ უკან იდგა და უყურებდა, რომ ვიღაც კაცი ძირს არის, ზემოდან დაადგება მკვლელი და ახდენს ორ საკონტროლო გასროლას და ეგრევე ავარდება შანიძეზე. ჩემმა მეგობარმა მთელი შანიძის ქუჩა, პეტრიაშვილამდე სდია შორი ახლოს, ამასობაში გზად უკვე დაინახეს ჩემი მშობლების მეგობრებმა. უკან ოფიციალური ვერსიითაც და მოწმეებიც ამბობენ, რომ მისდევდა ერთი პოლიციელი, შემდეგ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო ლევან ბოჭორიშვილი ცრუ მოწმე. ასევე ცრუ მოწმე, რობერტ პანიევი, რომელიც მელიქიშვილზე დარჩა ცოტახნით, სანამ ხიზანიშვილი მობრძანდა და მერე ისევ დაედევნა ამ თავის მეწყვილე ბოჭორიშვილს. მოკლედ უკან მისდევს ორი პოლიციელი ვითომ ბარათელს. ნამდვილი მკვლელი შევარდება ჯერ შანიძის ქუჩის 10-12 ნომერში, ხორავას ეზოდან გამორბის და მერე პეტრიაშვილისკენ მირბის და სანამ ჩიხში არ შევიდა და უკან პოლიცია არ მისდევდა პეტრიაშვილზე იქამდე უყურა ჩემმა მეგობარმა და ამის მერე მოვიდა პოლიცია, ჩადგა გზაჯვარედინზე მანქანით. მკვლელი მჟავანაძის სახლის უკან რომ ჩიხია, იქიდან გავიდა სამშვიდობოზე.

ეს ისეთი სცენარია ფანტასტიკის სფეროა, ალბათ ვინც არ იცის სააკაშვილის რეჟიმი და ვისაც არ მოუსმენია თქვენი სხდომები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ოფიციალური ვერსია ამაზე უფრო ფანტასტიკად ჟღერს. ამ დროს გამოიყვანეს ბარათელი შანიძის და ხორავას კუთხეში, იქ ნახეს მოწმეებმა, რომლებიც მას იცნობენ და მიესალმნენ, წესით ბარათელი უნდა გარბოდეს და ორმხრივ სროლაში წესით და უკან მოსდევდეს პოლიცია.

გიორგი ბარათელმა უკვე 2012 წლის შემდეგ მოყვა, რომ 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა, მან თქვა, რომ მე უკვე მოკლული მეგონა არ ვიცოდი თუ ცოცხალ კაცზე მაიძულებდნენო, ამის შემდეგ წაიყვანეს, ჩაკეტეს ფარეხში და ელოდებოდნენ შესაბამის დროს, რათა გამოეყვანათ და მიეყვანათ იქ, სადაც მკვლელმა გაირბინა”, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება