საპატრულო პოლიციის უფროსი განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება.

„სხვადასხვა პროცესია ჩანიშნული და მათ შორის, აქციის მონაწილეები არიან ადგილზე. ბოლო პერიოდში ყველამ კარგად ვიცით, სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, ყველგან არის პოლიცია. იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით",- განაცხადა სირაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. 14:00 საათზე კი, სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.

ზურაბ ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, გადაუხდელობის გამო, სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე 14 მაისს დააკავეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია