ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს, მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას

ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს და მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნების ელჩები და ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნებისგან“, არის აშკარა დეზინფორმაცია. ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს, მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას“, - განაცხადა მან.

ამას გარდა, ანიტა ჰიპერმა „ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ევროკომისია გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკულ განცხადებებს, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია ნათელია და საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ბრიუსელის პასუხი, რომელიც არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც გამოიხატა.

„ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ თანმიმდევრული და ძალიან მკაფიო იყო. მიმდინარე რეპრესიები, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა, ოპოზიციაზე თავდასხმები, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება უნდა შეწყდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ჩვენი გზავნილი, რადგან ჩვენ ეს ნათლად გამოვხატეთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც. მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ ყველა პოლიტიკური კონტაქტი მაღალ დონეზე. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული დახმარება და ეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადავამისამართეთ.

ასევე, ჩვენ გავზარდეთ სამოქალაქო მხარდაჭერა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ეს არის კონკრეტული ქმედებები, როგორც რეაქცია [საქართველოს] მთავრობის მიერ დამყარებულ რეპრესიულ რეჟიმზე.“- განაცხადა მან.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს