აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ სასამართლოსთან 2 პირი სავარაუდოდ, დააკავა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ პოლიციის კორდონს მოუარეს და სკანდირებდნენ, რის შემდეგაც ისინი პოლიციელებმა სავარაუდოდ, დააკავეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გრძელდება.

პარალელურად კი, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება