ელენე ხოშტარია - ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ზურაბ ჯაფარიძემ სისტემა "ათრია" - ასე ინჯღრევა სისტემა, გავაგრძელებთ

ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ზურაბ ჯაფარიძემ სისტემა ათრია! მთელი რეჟიმი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში მოამწყვდია, სადაც ორივე გადაწყვეტილება რეჟიმისთვის საზიანოა - არ დაიჭერენ დაზიანდებიან, დაიჭერენ დაზიანდებიან, - ამის შესახებ “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

“პროცესზეც ამხილა პოლიცია, ჯარად რომ გამოიყვანეს, და მოსამართლე, რომელიც ევროპულ კონვენციას არღვევს და დაცვის გარეშე ტოვებს ანუ საკუთარ საფლავს ითხრის.

მადლობა ზურა ბრძოლის მაგალითისთვის. ასე ინჯღრევა სისტემა. გავაგრძელებთ“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

პროკურატურა “კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 20 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დააყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს