იაგო კაჭკაჭიშვილი - კობახიძე ამბობდა, ჩვენთვის დუმილიც კი სასარგებლოაო, ალბათ, გაიხსენა ცნობილი ანდაზა: „დუმილი თანხმობის ნიშანია“, მაგრამ რუბიოს განცხადებამ ცივი შხაპი გადაასხა - ეს არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი წერილზე

[მარკო რუბიოს განცხადება] არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი კობახიძის წერილზე , - ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, აშშ-ს მთავრობა რუბიოს სახით დღეს აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება.

ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ დუმილიც კი სასარგებლოა ჩვენთვისო. ალბათ, ცნობილი ანდაზა გაიხსენა, „დუმილი თანხმობის ნიშანია“, გვეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტიო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუბიოს განცხადებამ მას ცივი შხაპი გადაასხა. პრინციპში ეს არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი კობახიძის წერილზე. აშშ-ს მთავრობა რუბიოს სახით დღეს აცხადებს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, საქართველოს დღეს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება. ანტიამერიკულია არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობს, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიას უღალატა“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და სახელმწიფო დეპარტამენტი იმოქმედებს კონგრესის პარალელურად და მათ შორის დისონანსი არ იქნება.

„ჯო უილსონის მიერ შეკითხვა სრულიად მკაფიოდ იყო დასმული საქართველოს კონტექსტში და რუბიომაც საქართველოს კონტექსტში უპასუხა და როგორც მოცემულობა, ისე გამოაცხადა ორი ამბავი: ერთი ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ანტიამერიკული მთავრობა და მეორე, საქართველო არის მნიშვნელოვანი რეგიონი ამერიკისთვის. ეს ორი რამ რუბიოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მან თქვა, რომ კითხვები დაისმის იმასთან დაკავშირებით, რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკის მთავრობამ და სახელმწიფოს დეპარტამენტმა წინა ორი ფაქტის, როგორც მოცემულობის, გათვალისწინებით. ეს საკმაოდ მძიმე განცხადებაა „ქართული ოცნებისთვის“ და ეს კიდევ უფრო მეტად აჩენს მოლოდინს, რომ აშშ-ს მთავრობა და სახელმწიფო დეპარტამენტი იმოქმედებს კონგრესის პარალელურად და მათ შორის დისონანსი არ იქნება“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს