იაგო კაჭკაჭიშვილი - კობახიძე ამბობდა, ჩვენთვის დუმილიც კი სასარგებლოაო, ალბათ, გაიხსენა ცნობილი ანდაზა: „დუმილი თანხმობის ნიშანია“, მაგრამ რუბიოს განცხადებამ ცივი შხაპი გადაასხა - ეს არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი წერილზე

[მარკო რუბიოს განცხადება] არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი კობახიძის წერილზე , - ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, აშშ-ს მთავრობა რუბიოს სახით დღეს აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება.

„ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ დუმილიც კი სასარგებლოა ჩვენთვისო. ალბათ, ცნობილი ანდაზა გაიხსენა, „დუმილი თანხმობის ნიშანია“, გვეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტიო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუბიოს განცხადებამ მას ცივი შხაპი გადაასხა. პრინციპში ეს არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი კობახიძის წერილზე. აშშ-ს მთავრობა რუბიოს სახით დღეს აცხადებს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, საქართველოს დღეს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება. ანტიამერიკულია არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობს, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიას უღალატა“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და სახელმწიფო დეპარტამენტი იმოქმედებს კონგრესის პარალელურად და მათ შორის დისონანსი არ იქნება.

„ჯო უილსონის მიერ შეკითხვა სრულიად მკაფიოდ იყო დასმული საქართველოს კონტექსტში და რუბიომაც საქართველოს კონტექსტში უპასუხა და როგორც მოცემულობა, ისე გამოაცხადა ორი ამბავი: ერთი ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ანტიამერიკული მთავრობა და მეორე, საქართველო არის მნიშვნელოვანი რეგიონი ამერიკისთვის. ეს ორი რამ რუბიოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მან თქვა, რომ კითხვები დაისმის იმასთან დაკავშირებით, რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკის მთავრობამ და სახელმწიფოს დეპარტამენტმა წინა ორი ფაქტის, როგორც მოცემულობის, გათვალისწინებით. ეს საკმაოდ მძიმე განცხადებაა „ქართული ოცნებისთვის“ და ეს კიდევ უფრო მეტად აჩენს მოლოდინს, რომ აშშ-ს მთავრობა და სახელმწიფო დეპარტამენტი იმოქმედებს კონგრესის პარალელურად და მათ შორის დისონანსი არ იქნება“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის