მიხეილ ყაველაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე - პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის - ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა

პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, - ასე შეაფასა „იმედის“ ეთერში მიხეილ ყაველაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პასუხი.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ ნახსენები იყო სიტყვათშეთანხმება "ანტიამერიკული მთავრობა", ყაველაშვილმა თქვა, რომ "ეს იყო კითხვიდან გამომდინარე".

ასევე, მისი თქმით, "გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია, მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია".

უფრო კონკრეტულად, მანამდე ყაველაშვილს წამყვანმა კითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ტრამპის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილებზე, რასაც მოჰყვა ყაველაშვილის მხრიდან მარკო რუბიოს გუშინდელ განცხადებაზე შეფასებაც.

"დღესაც და გუშინაც იყო რუბიოსთან დაკავშირებული სპეკულაციები ჯო უილსონის კითხვასთან დაკავშირებით, როდესაც მან პასუხი გასცა, იქაც გამოიკვეთა პრინციპში არსებული პოზიცია, აშშ-ის პოზიციაა. რომელიც ამ ეტაპისთვის არიან აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში. მათ რამდენიმე კონკრეტული გამოწვევა აქვთ, ეს არის უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთი, ტარიფების თემა, ევროკავშირთან დაკავშირებით გამოწვევები, არაერთი გამოწვევაა და ამას მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ხომ. ის, რომ სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს ქვეყანასთან, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ გაგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობა და იმ სპეკულაციების ფონზე გუშინაც გამოიკვეთა მის პასუხში, რომ აუცილებელია სრულყოფილი ინფორმაცია მათგანაც, ვინც მათი სახელით მოღვაწეობს ამა თუ იმ ქვეყანაში.... ხაზგასასმელია, რომ მოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ეს ინტერესები იკვეთება სხვადასხვა ფლანგზე და ჩვენთან მიმართებაში ესეც მარტივად აღსაქმელია", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ "ჩვენ ნამდვილად მივეცით დრო, არსებულ ახალ ადმინისტრაციას".

"ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო კიდევაც შეიძლება რეაქცია, მაგრამ მთავარი რა არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ მზად ვართ, მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია [ურთიერთობების] გადატვირთვა. თუნდაც გუშინ გამოჩნდა იმ კითხვიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოსთხოვო შენს ხელისუფალს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდეს ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ქვეყანასთან. პრინციპში, გუშინ დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, რადგან ეს ჩანს თავისთავად", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ამ დროს წამყვანმა მას ჰკითხა, თუმცა აქ იყო ნახსენები სიტყვათშეთანხმება "ანტიამერიკული მთავრობა", რაზეც ყაველაშვილმა თქვა "ეს იყო კითხვიდან გამომდინარე, თუმცა ესეც არის ხომ, რა იგულისხმება ანტიამერიკული ხელისუფლება.... როგორ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი. ამაზე ჰქონდა მინიშნება, რომ ეს ყველაფერი არის გასარკვევი", - დასძინა ყაველაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა