დეველოპერული კომპანია Homer-ის პირველი პროექტის - Homer Alpha მშენებლობას „ანაგი“ განახორციელებს.
დეველოპერულ კომპანია „ჰოუმერსა“ და „ანაგს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „ჰოუმერის“ პირველი გამორჩეული პროექტის - Homer Alpha-ს მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს.
„ანაგთან“ პარტნიორობის გადაწყვეტილება განპირობებული იყო მისი სანდო და ხარისხიანი სამშენებლო გამოცდილებით. შედეგად, უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ ერთ პროფესიულად მაღალ დონეზე შესრულებულ გამორჩეულ დეველოპერულ პროექტს ვიხილავთ.
„საკმაოდ კომპლექსური სატენდერო ეტაპი გავიარეთ, 8 კომპანია იღებდა შერჩევაში მონაწილეობას. ჩვენ ვამკვიდრებთ ,,ჰოუმერი“-ს ბინის სტანდარტს და ამ სტანდარტს სჭირდება შესაბამისი ხარისხის სამშენებლო კომპანია, ამას გარდა ჩვენთვის, როგორც ახალი დეველოპერული კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სტაბილურობა, რა თქმა უნდა, წარსულმა გამოცდილებამაც გაამყარა ეს ნდობა.“ - ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, Homer-ის გენერალური დირექტორი.
პირველი პროექტი Homer Alpha კომპანია Homer-ისთვის სავიზიტო განაცხადია, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, ესთეტიკასა და საზოგადო სივრცისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებას. ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია.
,,Homer Alpha საკმაოდ საინტერესო პროექტია სამშენებლო თვალსაზრისით. ის დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც დღესდღეობით მომხმარებლისთვის ნიშნავს კომფორტს. ტენდერის ეტაპზე მოგვიწია პროექტის დეტალურად შესწავლა. ძირითადად, ,,ჰოუმერს“ დაგეგმილი აქვს ევროპული მასალების გამოყენება, რაც თავისთავად ხარისხზე მიუთითებს. საერთო ჯამში 80 000 კვ.მ პირველი პროექტისთვის საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია და ჩვენც შესაბამისად ისეთივე წარმატებით განვახორციელებთ აღნიშნულ პროექტს, როგორც სხვა არაერთი პროექტი განგვიხორციელებია“ - ირაკლი გოგოლიშვილი, „ანაგის“ გენერალური დირექტორი.
პროექტი 4 კორპუსს, მათ შორის პირველ მოხატულ ფასადიან სახლს მოიცავს, რომელიც გარემოს სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს. ინფრასტრუქტურის განვითარება 7 300 კვადრატულ მეტრზე ისეა დაგეგმილი, რომ ყველა სივრცემ ეფექტურად იმუშაოს. პროექტში გათვალისწინებულია მწვანე, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი ზონები, სასეირნო და შინაური ცხოველებისთვის ცალკე სასეირნო ტერიტორია. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს კი, სპორტული და სავარჯიშო მოედანი დახვდებათ.
Homer Alpha დიღომში, პერსპექტიულ ლოკაციაზე, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარეობს, რაც საშუალებას გაძლევთ ადვილად გადაადგილდეთ ქალაქის მთავარ ობიექტებამდე. 3 წუთის სავალზეა საფეხბურთო სკოლა, ყინულის მოედანი, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, ოლიმპიური აუზი, ფეხბურთის მოედანი და რაგბის სტადიონი.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"