სერგეი ლავროვი - კონფლიქტის მოგვარების მემორანდუმზე ვმუშაობთ და შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ მას უკრაინელებს გადავცემთ

რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმზე მუშაობს და მოსკოვი, ნებისმიერ შემთხვევაში, კიევს თავის წინადადებებს წარუდგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დიახ, ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ. დიახ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მათ ეს დაადასტურეს, ეს უკვე დადებითი მოვლენაა. მემორანდუმზე მუშაობა მიმდინარეობს. არ ვიცი მეორე მხარის შესახებ, მაგრამ ჩვენი სამუშაო უკვე მოწინავე ეტაპზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ ამ მემორანდუმს უკრაინელებს გადავცემთ და ველით, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხზე მუშაობის ყოველი დღის განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო რწმუნდება რუსეთის საქმის სამართლიანობაში.

„უკრაინის მიმართულებით ყოველი დღით მუშაობისას, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია", - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს