გია გვაზავა - რუსეთი თავის ქვეყანაში აფხაზეთის, პრაქტიკულად, სრულ ინტეგრაციას ახდენს - მათი გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოსთან ინტეგრირებაა, სხვა გზა არ არსებობს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია გვაზავას განცხადებით, რუსეთი თავის ქვეყანაში აფხაზეთის სრულ ინტეგრაციას ახდენს. აღნიშნული განცხადებით მან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება შეაფასა.

გია გვაზავას თქმით, აფხაზების გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოსთან ინტეგრირებაა.

„რუსეთი თავის ქვეყანაში აფხაზეთის, პრაქტიკულად, სრულ ინტეგრაციას ახდენს. ეს არის მთავარი მიზანი. ჩვენთან ალტრუისტები რომ არიან, როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში, რომლებიც ლაპარაკობენ, თურმე, რუსეთი ჩვენ რაღაცას დაგვიბრუნებს, ახლა სხვა პერიოდია, რა დროს ევროპაა და ა.შ. მათ საყურადღებოდ: ცოტა დაფიქრდნენ რუსეთის ეს ნაბიჯი რაზე მეტყველებს – რუსეთი ამ რეგიონში თავის პოლიტიკას არასდროს შეიცვლის. ამას 300 წელი ამზადებდა. რატომ ახლა და რატომ მანამდე არა? როდესაც ქართულ საზოგადოებაში გაისმა ის, რომ, თურმე ურთიერთობაში რაღაცა უნდა მოხდეს, აფხაზეთსა და საქართველოს შორის რაღაც უნდა ჩამოყალიბდეს, ლაპარაკი იყო კონფედერაციულ მოწყობაზე, ქართულმა საზოგადოებამ ეს გაშიფრა და არ მიიღო,კონფედერაცია დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. ამის შემდგომ რუსეთმა თავის პოლიტიკა უფრო ღიად გააგრძელა, გვიჩვენა, ახლა ჩემს ქვეყანაში აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას მოვახდენ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც გინდათო.

დღეს აფხაზეთში პირველი კაცი, ანუ პრეზიდენტი აუცილებლად აფხაზი უნდა იყოს, ენა უნდა იცოდეს და ა.შ. დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალა სომხებისა და რუსების სასარგებლოდ. ამიტომ ხვალ, თუ ზეგ აფხაზებს ძალიან მარტივ კითხვას დაუსვამენ: თქვენ გინდათ განვითარება? ინვესტიციები? მაშინ უნდა იყოთ დემოკრატიულები, ამისთვის საჭიროა, დემოკრატიული კანონები იქნეს შემოღებული, უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოსო. რა შედეგით დამთავრდება ეს არჩევნები, ხომ ნათელია? დემოგრაფიის კუთხით იქ ძალიან რთული სურათია და უკვე აფხაზები მიხვდნენ, ვისაც გონება შედარებით ნათელი აქვს, თუ რა მოელის ეთნოსს. გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოსთან ინტეგრირებაა. მათი გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს”- განაცხადა გვაზავამ „მედიაჰოლდინგ კვირაში“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის