თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პაველ ჰერჩინკის ხვდებიან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინკის ხვდება.

როგორც თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩთან შეხვედრისას ისაუბრებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე და „ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეპრესიებზე“.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანი, 3 შვილის მამა, მძიმედ ავადმყოფი დედის შვილი დააკავეს წულუკიანის განკარგულებით. ზურა ჯაფარიძის დაკავება უმთავრესი საკითხი იქნება. ასევე, ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აანონსებს და აპირებს. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, -განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი განმარტებით, ევროკავშირის ელჩთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ასევე სირიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევა.

„ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების, რომ ასეთი მძიმე ემოციური ფონის დროსაც კი, ვკონცენტრირდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამას სწირავენ ადამიანები საკუთარ თავისუფლებას, მათ შორის ზურა ჯაფარიძეც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს