დონალდ ტრამპი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1-ელი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების შემოღების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

ტრამპი საუბრობს ევროკავშირის სავაჭრო ბარიერებზე და აცხადებს, რომ სავაჭრო დეფიციტი შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც მიუღებელია.

“ევროკავშირი, რომელიც ვაჭრობაში აშშ-ის გამოყენების პირველადი მიზეზით შეიქმნა, ძალიან რთულია გარიგებისთვის. მათმა ძლიერმა სავაჭრო ბარიერებმა, დღგ-ს გადასახადებმა, სასაცილო კორპორაციულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, მონეტარულმა მანიპულაციებმა, ამერიკულ კომპანიებთან უსამართლო და გაუმართლებელმა სასამართლო დავებმა და სხვა, მიგვიყვანა შეერთებულ შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ სავაჭრო დეფიციტამდე, რიცხვამდე, რომელიც სრულიად მიუღებელია. მათთან ჩვენს საუბრებს არსად არ მივყავართ! შესაბამისად, ევროკავშირის წინააღმდეგ პირდაპირ 50%-იანი სავაჭრო ტარიფის რეკომენდაციით გამოვდივარ, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყება”, - წერს ტრამპი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა