ანდრეი სიბიგა - სტამბოლში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის

სტამბოლში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.

„კიდევ ერთი ხმაურიანი ღამე კიევსა და სხვა ოლქებში. საჰაერო თავდაცვა რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად განუწყვეტლივ მუშაობს. სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ნაცვლად ამისა, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო დრონებსა და რაკეტებს გზავნის. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებზე და ნათელი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს ღამით რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს. მათი მთავარი სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი კიევი იყო.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს