Bloomberg - ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს

ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას, ნავთობის ფასებზე ლიმიტის შემცირებასა და „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აკრძალვების დაწესების საკითხს განიხილავს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოება სურს.

გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ევროკომისია აღნიშნულ გეგმებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა