ანა დოლიძე - ,,ქართული ოცნება“ რა ვაშინგტონზე და ,,დიფსთეითზე’’ საუბრობს, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ

რა ვაშინგტონზე და ,,დიფსთეითზე“ საუბრობენ, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ - ბოროტი „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი გაღარიბდეს,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წყლის კომპანია სრულიად კორუმპირებული უწყებაა, რომლის ხელმძღვანელი ახლა დააბრუნეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

„წლებია მაქვს კამპანია „წყალი ჩვენი უფლებაა“. საქართველოს უდიდესი ტერიტორია ისევ არის უწყლოდ. თბილისიდან 30 წუთში, თეთრიწყაროს რაიონში მოსახლეობას წყალზე წვდომა არ აქვს. „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმის მერე მილიონები არის გაფლანგული წყლის გაყვანაში. წყლის კომპანია სრულიად კორუმპირებული უწყება, რომლის ხელმძღვანელი ახლა დააბრუნეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მთელი გამოძიება უნდა ჩატარდეს წყლის პროექტებთან დაკავშირებით, ამ გამოძიებას მე გავაკეთებ აუცილებლად. საერთოდ ხელისუფლებას არ უნდა ვაძლევდეთ არც ერთ წამს სხვა რამეზე გველაპარაკოს. რა ვაშინგტონზე და „დიფსთეითზე“ საუბრობენ, ადამიანებს ღირსება აქვთ აყრილი, 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვთ. საქართველოში იმ მდგომარეობაში რომ ხარ, როდესაც ფიქრობ ჭაბურღილი დადგა, ბიდონები მოიმარაგო, მერე მიდიხარ საცხოვრებლად იმ ქალაქში, სადაც ქირაც ძვირია, საკვებიც და ყველაფერი. უამრავი ლაივი მაქვს ამ თემაზე ჩაწერილი, ძვრა არ არის ამ მიმართულებით, ადრე გრაფიკით მაინც მოდიოდა. ბოროტი „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი გაღარიბდეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე