„ლელო - ძლიერი საქართველო“ - გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას

„ლელო - ძლიერი საქართველო“ პარტიის საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელის დასჯას ითხოვენ.

„დღეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა. გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

„ლელო-ძლიერი საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს. პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!“, - აცხადებენ პარტიაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა