მამუკა ხაზარაძე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე - პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლის მართულ ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა და გახლიჩა საზოგადოება - როდის გადადიან რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე ხომ იცით?! როცა ჩამოშლის პირას არიან

პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ - გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე მაშინ გადადიან, როცა ჩამოშლის პირას არიან.

„ქართული ოცნების“ რიგითი „ტიტუშკა“ თავს დაესხა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას - დღისით, მზისით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

პასუხისმგებლობა ასეთ ქმედებებზე პირდაპირ ეკისრება კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ.

პასუხი მოგეთხოვებათ ყველაფერზე!

თავდასხმის შემდეგ გრიგოლმა თქვა - "ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის პრივილეგიაა და ვამაყობ ამითო" - ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ! ზუსტად ამიტომ ვიბრძვი ამ ადამიანების მხარდამხარ!

როდის გადადიან რეჟიმები ფიზიკურ ძალადობაზე ხომ იცით?! - როცა ჩამოშლის პირას არიან!

გირჩევთ, გამოიძიოთ და დასაჯოთ თავდამსხმელი! მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!“,- წერს მამუკა ხაზარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი