პარტია „ხალხისთვის“ ევროპის სოციალ-დემოკრატებთან თანამშრომლობას აგრძელებს

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ გერმანიის კანცლერის, ვილი ბრანდტის სახელობის პროგრამის გახსნისთვის მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„კონფერენციის ორგანიზატორი იყო ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ვილი ბრანტის პროგრამა.

პროგრამის ამოცანაა დაახლოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალისტურ მემარცხენე მიმართულებებს. ანა დოლიძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ისაუბრა იმაზე თუ რა უნდა გააკეთონ მემარცხენე პარტიებმა იმისთვის, რომ მიიმხრონ და უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩართონ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდობა. ამასთანავე, მან ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე, საკუთარი კამპანიების გამოცდილებაზე და იმ სიდუხჭირეზე, რასაც აწყდება საქართველოს ახალგაზრდობა, მათ შორის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს