ჰაკან ფიდანი რუსეთში ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს შეხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი 26-27 მაისს რუსეთს ეწვევა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰაკან ფიდანი რუსეთში კოლეგის, სერგეი ლავროვის მიწვევით ჩავა.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

გარდა ამისა, ჰაკან ფიდანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადიმერ მედინსკისთან, რომელიც 16 მაისს, სტამბოლში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ანდრეი ბელუსოვთან.

თურქული მედია წერს, რომ შეხვედრების დროს მინისტრი ხაზს გაუსვამს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ თურქეთის ერთგულებას და კმაყოფილებას გამოთქვამს ამ პროცესში ბოლო დროს მიღწეული პროგრესით.

მოსალოდნელია, რომ ჰაკან ფიდანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შუამავლის როლის შესრულებით.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო