რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პროტესტის 179-ე დღეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერებით, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებიან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა