დონალდ ტრამპი - არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს - არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს, ის ხალხს კლავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, კრემლის ხელმძღვანელს დიდი ხანია იცნობს, მაგრამ ახლა მას „რაღაც დაემართა“.

„არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს აგზავნის და ხალხს კლავს და ეს არ მომწონს. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არა. ის ხალხს კლავს. ამ კაცს რაღაც დაემართა და ეს არ მომწონს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას „აბსოლუტურად“ განიხილავს.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი აბსოლუტურად გაგიჟდა.

„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რაკეტებსა და დრონები ესვრიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, პუტინს სურს არა მხოლოდ უკრაინის ნაწილი, არამედ მთელი ქვეყანა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს სწორი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოიქცევა, ეს რუსეთის დაცემამდე მივა! ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკის არანაირი სარგებელი არ მოაქვს თავისი ქვეყნისთვის ასე საუბრით. ყველაფერი, რაც მის პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის, ეს არ მომწონს და ჯობია შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა „ტრამპის“, მე მხოლოდ ხელს ვუწყობ დიდი და საშინელი ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო“, - დაწერა ტრამპმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა