ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების უფლება მისცეს

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია თავი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით დაიცვას. ცოტა ხნის წინ უკრაინას ამის გაკეთება არ შეეძლო და ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა. ახლა უკრაინას ეს შეუძლია. ახლა შეუძლია სამხედრო სამიზნეებს ზურგს უკან დაარტყას და ეს უკრაინის მიერ ომის წარმოებისას გადამწყვეტ ცვლილებას წარმოადგენს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, რუსეთი „სამოქალაქო ობიექტებზე დაუნდობელ თავდასხმებს ახორციელებს და ქალაქებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავს“

„უკრაინა მსგავს რამეს არ აკეთებს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ