კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პატიმრების ოჯახის წევრები აქცია-მსვლელობას მართავენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავენ. მსახიობები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, მწერლები და მუსიკოსები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

აქციას ასევე შეუერთდნენ პატიმრების მშობლები.

აქციის მონაწილეებმა გაშალეს ახალ წელს, რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს გაშლილი მაგიდის სუფრა, რომელზეც დატოვებულია პროტესტზე მყოფი მოქალაქეების წარწერები - “ არ გავჩერდეთ”, “საით მივდივართ? ევროპაში”! “რუსული რეჟიმის საბოლოო დასასრული საქართველოში და გამარჯვება!”, “ საქართველო პრორუსი ხელისუფლების გარეშე” .

გარდა საახალწლო სუფრისა, მათ უჭირავთ კიდევ ერთი ბანერი წარწერით -“მხოლოდ ეს პასუხი დაგვრჩა: ბრაზი, რისხვა და წინააღმდეგობა”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება